ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება – “კავკასიის ავტოიმპორტის” ახალი ინიციატივა ავტობიზნესის მხ

ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება – “კავკასიის ავტოიმპორტის” ახალი ინიციატივა ავტობიზნესის მხ

ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება – “კავკასიის ავტოიმპორტის” ახალი ინიციატივა ავტობიზნესის მხარდასაჭერად

ქართული ავტობიზნესის მხარდასაჭერად და სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, “კავკასიის ავტოიმპორტი” ავტოდილერებს მორიგ მნიშვნელოვან ინიციატივას სთავაზობს – ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება.

კერძოდ, ავტომობილებისთვის, რომელთა აუქციონის ფასი (ფასნამატით) $0-დან $3,000-ის ფარგლებშია, ტრანსპორტირების ღირებულება $200-ით, ხოლო $3,001-დან $7,000-მდე ღირებულების ავტომობილებზე კი – $150-ით მცირდება.

“კავკასიის ავტოიმპორტის” ამ ინიციატივაზე კომპანიის კომერციულ დირექტორს, ალექსანდრე ვეკუას ვესაუბრეთ.

რატომ გადაწყვიტეთ ტრანსპორტირების ტარიფების შემცირება – კონკრეტული ვითარება იკვეთება ავტოიმპორტის სექტორში, რამაც ტარიფის შემცირების შესაძლებლობა და სტიმული გააჩინა?

ავტოიმპორტის სექტორი სწრაფად ვითარდება, და მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლაა დრო, მეტი შესაძლებლობა შევქმნათ როგორც მოქმედი, ისე ახალი ავტოდილერებისთვის. დღევანდელი ლოგისტიკური გარემო გვაძლევს შესაძლებლობას, შევამციროთ ტრანსპორტირების ტარიფები. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი კი სწორედ ქართული ავტობიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.

როგორ უწყობს კერძო სექტორის მსგავსი ინიციატივები საქართველოში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და წახალისებას?

ამერიკიდან ავტომობილის ტრანსპორტირების ტარიფების შემცირება ნიშნავს უფრო მეტ რესურსს ავტოდილერებისთვის, რაც, საბოლოოდ, მათ აძლევს შესაძლებლობას, კონკურენტულ ფასად ჩამოიყვანონ ავტომობილები, გაზარდონ მარაგი და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.

ეს ერთგვარი ბიძგია არა მხოლოდ არსებული დილერებისთვის, არამედ დამწყები ავტოდილერებისთვისაც, რომლებსაც სურთ ავტობიზნესი მათ მთავარ ან დამატებით საქმიანობად აქციონ.

როგორ აფასებთ ამჟამინდელ მოთხოვნას ავტოიმპორტზე? – რა მიმართულებაა უფრო პოპულარული ავტოდილერებში?

ბაზარზე მოთხოვნა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა – ადგილობრივი ბაზარი და რეექსპორტი.

რეექსპორტზე შედარებით ახალ და უფრო მაღალი ფასის ავტომობილებზეა მოთხოვნა. ადგილობრივ ბაზარზე კი ყველაზე მაღალი აქტივობა ბიუჯეტურ, $10,000-მდე ღირებულების ავტომობილებზე მოდის, რომელთა შეძენაც ამერიკის ავტოაუქციონზე $7,000-ის ფარგლებშია შესაძლებელი.

სწორედ ამ საფასო კატეგორიაზე ტრანსპორტირების ტარიფის შემცირებით ამ სეგმენტის გაძლიერებას და ქართველი ავტოდილერებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას ვისახავთ მიზნად.

როდემდე იმოქმედებს ტრანსპორტირების შემცირებული ტარიფები?

“კავკასიის ავტოიმპორტში” ტრანსპორტირების შემცირებული ტარიფები უვადოდ იმოქმედებს.

მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და ყველა გადაწყვეტილებას მისი ანალიზის საფუძველზე ვიღებთ – ამიტომ, ცვლილებებს სამომავლოდაც არ გამოვრიცხავთ, თუმცა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია, ყველა სიახლე დროულად გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორ დილერებს – შევუქმნათ მათ სრულყოფილი წარმოდგენა მიმდინარე პროცესებზე და დავეხმაროთ ახალი ნაბიჯების უკეთ დაგეგმვაში.

“კავკასიის ავტოიმპორტი” ადგილობრივ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ანგარიშზეა აშშ-დან მილიონი ავტომობილის იმპორტი ევროპასა და აზიაში, 700-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლისგან დაკომპლექტებული გუნდი და აშშ-ის წამყვანი ავტოაუქციონის, COPART-ის ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *