დღეიდან მიკროსაფინანსოების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი ₾200 000-მდე იზრდება

დღეიდან მიკროსაფინანსოების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი ₾200 000-მდე იზრდება

დღეიდან, 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.

კერძოდ, ძალაში შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება. ამ დრომდე ეს ლიმიტი 100 000 ლარს შეადგენდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავდნენ, მისო-ების კრედიტის ლიმიტის 200,000 ლარამდე გაზრდა სექტორის ზრდას შეუწყობს ხელს.

ამ დროისთვის მიკროსაფინანსო ბაზარზე 29 ორგანიზაცია ოპერირებს. 2025 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორის ჯამურმა საკრედიტო პორტფელმა 1.55 მილიარდი ლარი შეადგინა.

პირველი კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების საკრედიტო პორტფელში ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის, რომელიც ძირითადად ოქროთი და ოქროს ნაკეთობებით არის უზრუნველყოფილი. ამ კრედიტების ჯამური პორტფელი 1.17 მილიარდ ლარს შეადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *