აპრილში ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა

აპრილში ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა
აპრილში მანქანების გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამოავლინეს.

ყველაზე მეტი, 119 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 73 – ბათუმში, 55 – რუსთავში, 43 კი – ქუთაისში.

290 სამართალდარღვევიდან 244 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 46 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. ამასთან, უწყების ცნობით, 173 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 108 – მიკროავტობუსის, 9 კი, სატვირთო ავტომობილისმძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1437 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი – 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარით განისაზღვრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *