მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით

მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით. მან ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმროს, ibis Tbilisi Airport-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

“თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში”,- თქვა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ადმინისტრაციის თანახმად, მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდისა და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა. ibis Tbilisi Airport 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველი ეტაპია, რომლის მიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *