ამან ჩინეთის პორტებსა და ქარხნებში საცობები გამოიწვია. ამერიკელი იმპორტიორები, რომლებიც აწარმოებენ ყველაფერს, დაწყებული სპორტულ ფეხსაცმლითა და დივნებით, სამშენებლო მასალებითა და ავტონაწილებით დამთავრებული, ტარიფების ხელახლა დაწესებამდე ჩქარობენ მარაგების შექმნას. ისეთ მსხვილ სავაჭრო პორტებში, როგორიცაა შენჟენის იანტიანის პორტი, რომლის გავლითაც ჩინეთიდან აშშ-ში ექსპორტის მეოთხედზე მეტი გადის, ტვირთების გადაზიდვის ზრდამ გემთმფლობელებს ნავმისადგომების კოორდინაციისა და გემების განრიგის კორექტირების პრობლემა შეუქმნა.
„მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მხოლოდ იმ მომხმარებლების მომსახურება შეგვიძლია, რომლებსაც ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ. სპონტანური დაჯავშნის ადგილი თითქმის არ გვაქვს“, – ამის შესახებ Reuters-ს გერმანული კონტეინერმზიდი გემების ოპერატორის, Hapag-Lloyd-ის წარმომადგენელმა განუცხადა.
გამოცემის ცნობით, კონტეინერების ლოკაციის დადგენის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელმა Vizion-მა განაცხადა, რომ შვიდი დღის განმავლობაში შეკვეთების საშუალო რაოდენობა 277%-ით გაიზარდა. რაც მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს პორტებს გემებით გადატვირთავს. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიის ექსპერტები, მათ შორის ლოს-ანჯელესის პორტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც აშშ-ში ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტია და ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვების მხრივ პირველი ადგილი უჭირავს, საქონლის დიდ, მაგრამ მართვად ტალღას პროგნოზირებენ.