მანამდე პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.
შეკრებილთა შორის იყვნენ არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და “ოცნების” არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც.
ინაუგურაცია და ეკლესიის სამომავლო პერსპექტივები
საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვაშია ინტეგრირებული, მისი ცენტრალური ნაწილი კი ახალი პაპისთვის ძალაუფლების ორი ინსიგნიის – პალიუმისა და მებადურის ბეჭდის გადაცემაა. ცერემონია ხაზს უსვამს ეკლესიის რწმენას, რომ პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა.
პაპის ინაუგურაცია ყოველთვის საყურადღებოა არა მხოლოდ ახალი ლიდერის არჩევის გამო, არამედ იმ განზომილებებით, რომელიც ეკლესიის რწმენის და ძალაუფლების სიმბოლურ აქტებს ასახავს და მორწმუნე კათოლიკეებს კიდევ ერთხელ აჩვენებს. პაპი ლეო XIV-ეს ინაუგურაციის შემდეგ ერთგვარი მანდატი მიეცემა მომავალ საქმიანობაში როგორც პაპს, რომელმაც უნდა იტვირთოს ეკლესიის და მთელი ქრისტიანული სამყაროს რწმენისა და ერთიანობის პასუხისმგებლობა.