რა უპირატესობა აქვს Aimbridge Hospitality-სთან თანამშრომლობას? – “ალიანს ჯგუფის” შეფასება

რა უპირატესობა აქვს Aimbridge Hospitality-სთან თანამშრომლობას? – “ალიანს ჯგუფის” შეფასება

სასტუმროების ყველაზე დიდი, დამოუკიდებელი მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality, “ალიანს ჰაილაინში” თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების მართვას განახორციელებს. Aimbridge-ის პირველი პარტნიორი საქართველოში, კერძოდ ბათუმსა და, ახლა უკვე, თბილისში, სწორედ “ალიანს ჯგუფია”. ამ თანამშრომლობის უპირატესობებზე BMGTV-ის ეთერში აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, სტუმარმასპინძლობის სექტორში მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ “ალიანს ჯგუფის”, როგორც კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის მიმართ ინვესტორთა დაინტერესებას ზრდის.

ჩვენ Aimbridge-თან თანამშრომლობა პირველად ბათუმიდან, “ალიანს პალასის” მულტიფუნქციური პროექტიდან დავიწყეთ და ვაგრძელებთ თბილისის Wyndham Grand Residence-ის ბრენდის ქვეშ. ეს თავისთავად განაპირობებს ინვესტორთა მოლოდინების გამართლებას, ვინაიდან Aimbridge Hospitlity-ის გუნდს აქვს ის უნარ-ჩვევები და საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალპროფესიონალური და მაღალხარისხიანი სასტუმრო სერვისების შეთავაზებას.

“ალიანს ჯგუფის” ხედვა სწორედ ის იყო, რომ , ერთია შექმნა უძრავი ქონების პროექტია და მეორეა, თუ როგორ მართავ მას. სწორედ აქედან გამომდინარე, “ალიანს ჯგუფმა” შეძლო და პირველად შემოიყვანა მსოფლიოს უმსხვილესი სტუმარმასპინძლობის დამოუკიდებელი კომპანია საქართველოში ოპერირებისთვის და კიდევ უფრო აამაღლა არა მხოლოდ მისი ქონების სტატუსი და ინტერესი სტუმრებისა და ინვესტორების მხრიდან, არამედ მთლიანად საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის მიმართაც”, – ამბობს აკაკი სონგულია.

Wyndham-ის ყველაზე მაღალსეგმენტური ბრენდის, Wyndham Grand-ის რეზიდენციები ალიანს ჰაილაინის C თაუერშია გაერთიანებული.

თბილისში პირველი წარმომადგენლობით, Wyndham Grand Residences Tbilisi სამი მასშტაბური ბრენდის – ალიანს ჯგუფის, Wyndham Hotels & Resorts-ისა და Aimbridge Hospitality-ს პარტნიორობით შექმნილი ინოვაციური ბიზნეს-კომპლექსი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *