ტრამპი და ობამა ბაიდენის კიბოს დიაგნოზს ეხმაურებიან

ტრამპი და ობამა ბაიდენის კიბოს დიაგნოზს ეხმაურებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საკუთარი და მეუღლის, მელანიას სახელით, კვირა საღამოს, 18 მაისს, მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს, რომელსაც აგრესიული პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. “მე და მელანიას ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი სამედიცინო დიაგნოზი. ჯილსა და მის ოჯახს ვუგზავნით ჩვენს ყველაზე თბილ და საუკეთესო სურვილებს და ჯოს სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც გამოთქვა რწმენა, რომ ბაიდენი კიბოს წინააღმდეგ “მდგრადობითა და მადლით” იბრძოლებს. “მიშელი და მე ბაიდენის მთელ ოჯახზე ვფიქრობთ. ჯოზე მეტად არავის გაუკეთებია კიბოს ყველა სტადიის სამკურნალო ინოვაციური ფორმების ძებნაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გამოწვევას თავისი განსაკუთრებული მონდომებითა და მადლით გაუმკლავდება. ჩვენ ვლოცულობთ მისი სწრაფი და სრული გამოჯანმრთელებისთვის”, — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე. Michelle and I are thinking of the entire Biden family. Nobody has done more to find breakthrough treatments for cancer in all its forms than Joe, and I am certain he will fight this challenge with his trademark resolve and grace. We pray for a fast and full recovery.— Barack Obama (@BarackObama) May 18, 2025 კამალა ჰარისმა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატმა, X-ზე ბაიდენს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა . “ჯო მებრძოლია. ვიცი, რომ ის ამ გამოწვევას იმავე ძალით, გამძლეობითა და ოპტიმიზმით შეხვდება, რაც ყოველთვის განსაზღვრავდა მის ცხოვრებას და ლიდერობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სრულად და სწრაფად გამოჯანმრთელდება”, — დაწერა ჰარისმა. Doug and I are saddened to learn of President Biden’s prostate cancer diagnosis. We are keeping him, Dr. Biden, and their entire family in our hearts and prayers during this time. Joe is a fighter — and I know he will face this challenge with the same strength, resilience, and… pic.twitter.com/gG5nB0GMPp — Kamala Harris (@KamalaHarris) May 18, 2025 აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზი 18 მაისს, ჯო ბაიდენის პრესმდივანმა გამოაცხადა. “პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გასულ კვირას ჩაუტარდა გამოკვლევა პროსტატის კვანძზე ხშირი შარდვის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. პარასკევს მას დაუდგინდა პროსტატის კიბო, რომელიც ხასიათდება გლისონის 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) ძვლებში მეტასტაზებით”, — ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენი და მისი ოჯახი “ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *