მიგრაციის დეპარტამენტმა 12 ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევა – შსს

მიგრაციის დეპარტამენტმა 12 ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევა – შსს
მიგრაციის დეპარტამენტმა 12 ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო დღეებში კომპლექსური ღონისძიებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებმა ჩაატარეს.

“მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა – ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის – ჯამში 33 მოქალაქე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *