„კარგი იქნება [ტურისტული კომპანიებისთვის] ლიცენზიებზე მუშაობა“ – რამდენად ჯანსაღი კონკურენცია

„კარგი იქნება [ტურისტული კომპანიებისთვის] ლიცენზიებზე მუშაობა“ – რამდენად ჯანსაღი კონკურენცია

„კარგი იქნება [ტურისტული კომპანიებისთვის] ლიცენზიებზე მუშაობა“ – რამდენად ჯანსაღი კონკურენციაა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე?

“ვფიქრობ, კარგი იქნება [ტურისტული კომპანიებისთვის] ლიცენზიებზე მუშაობა“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ ტურისტული პროდუქტების განვითარების მენეჯერმა, ნინი სოხაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ტურიზმის სფერო, რომელიც პანდემიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, დღეს არაერთ გამოწვევასთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს. ერთ-ერთ მთავარ საკითხად კი ბაზრის რეგულირების საჭიროება რჩება.

„ვერ ვიტყოდი, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა, ასეთი ეტაპი ალბათ გასავლელია. მე ვფიქრობ, რომ ბაზარი ტურისტული კომპანიებით გადაიტვირთა “, – თქვა მან და დასძინა, რომ ამ ფონზე რეგულაციებზე, განსაკუთრებით – ლიცენზიებზე მუშაობა ერთ-ერთი გამოსავალია.

„ვფიქრობ, კარგი იქნება ლიცენზიებზე მუშაობა. იმ პირობებით, რომ ორივე მხარე – მგზავრის უფლებებიც და კომპანიის უფლებებიც – გათვალისწინებული და დაცული იყოს“, – აცხადებს ნინი სოხაძე.

ის ასევე თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებების შეცვლაზე მიუთითებს და ამბობს, რომ კომპანიებისა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთობები უფრო თანასწორი გახდა, რაც დადებითი ტენდენციაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *