მსოფლიოს ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ზოოპარკები – TOP 10

მსოფლიოს ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ზოოპარკები – TOP 10
ტორონტოს ზოოპარკი – 287 ჰა.

კანადის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული, ტორონტოს ზოოპარკი ერთ სივრცეში აერთიანებს ველური ბუნების დაცვის, განათლებისა და ცხოველებთან ინტერაქციის შესაძლებლობებს. ზოოპარკი გადაშენების რისკის ქვეშ მყოფ ცხოველებსაც იცავს და თან პოპულარიზაციას უწევს გარემოს დაცვასა და მდგრადობას. ზოოპარკი 287 ჰექტარზეა გაშენებული.

კოლუმბიის ზოოპარკი – 235 ჰა.

კოლუმბიის ზოოპარკი და აკვარიუმი ოჰაიოში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტია. ზოოპარკი ცნობილია ცხოველების დასაცავად და განათლებაში გაწეული ძალისხმევის გამო. პარკი 235 ჰექტარზეა გაშენებული და 600 სახეობის 10 000-ზე მეტი ცხოველისთვისაა საცხოვრებელი.

ბრონქსის ზოოპარკი – 107 ჰა.

ცენტრალურ ნიუ-იორკში გაშენებული ბრონქსის ზოოპარკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკია, რომელიც 700 სხვადასხვა ჯიშის 6 000 ცხოველს აერთიანებს. ზოოპარკი 107 ჰექტარზეა გაშენებული. The Bronx Zoo ველური ბუნების დაცვის საზოგადოების (WCS) წევრია და ცხოველების დაცვის, კვლევისა და განათლების მიმართულებით ხანგრძლივი ისტორიაც აქვს.

პეკინის ზოოპარკი – 89 ჰა.

პეკინის ზოოპარკი ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი დაწესებულებაა და აუცილებლად სანახავ დაწესებულებებს შორისაა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ზოოპარკი 89 ჰექტარზეა გაშენებული და 450-ზე მეტი ჯიშის ცხოველს უყრის თავს. 1906 წლიდან, ანუ დაფუძნებიდან დღემდე პეკინის ზოოპარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაშენების პირას მყოფი სახეობების დასაცავად და საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად.

ჰენრი დურლის ზოოპარკი – 52 ჰა.

ჰენრი დურლის ზოოპარკი და აკვარიუმი როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა ცხოველების მოყვარულთათვის. პარკი 52 ჰექტარს ფარავს და საცხოვრებელია 960-ზე მეტი ჯიშის 17 000-ზე მეტი ცხოველისთვის.

სან-დიეგოს ზოოპარკი – 40 ჰა.

1916 წელს დაფუძნებული სან-დიეგოს ზოოპარკი 3 500-ზე მეტ ცხოველსა და 650-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. ზოოპარკი 40 ჰექტარზეა გაშენებული და ტერიტორიაზე ყველა კონტინენტისთვის დამახასიათებელ ჯიშებს უყრის თავს.

ბერლინის ზოოლოგიური ბაღი – 35 ჰა.

ბერლინის ცენტრში მოქმედი ზოოლოგიური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზოოპარკია, რომელიც 1844 წლიდან ფუნქციონირებს. ბერლინის ზოოპარკი მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს ცხოველთა კონსერვაციისთვის, კვლევებისა და განათლებისთვის. პარკი 35 ჰექტარზეა გაშენებული და 1500 სახეობის 20 000-მდე ცხოველს აერთიანებს.

ტორონგას ზოოპარკი – 27 ჰა.

ავსტრალიაში, სიდნეიში მოქმედი ტორონგას ზოოპარკი გამორჩეული მიმართულებაა ცხოველების მოყვარულებისთვის და მოგზაურებისთვის. ტორონგას ბაღი 1916 წლიდან ავსტრალიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ცხოველების შენარჩუნებასა და დაცვაში. ზოოპარკი 27 ჰექტარ ტერიტორიას ფარავს.

მოსკოვის ზოოპარკი – 21.5 ჰა.

21.5 ჰექტარი ტერიტორიითა და 1 000 სახეობის ცხოველით პლანეტის ყველაზე დიდ ზოოპარკებს შორის მოსკოვის პარკიც ხვდება, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უძველესია და 1864 წლიდან ფუნქციონირებს.

ლონდონის ზოოპარკი – 14.5 ჰა.

“ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების” ზოოპარკი ორასწლოვან ისტორიას ითვლის და ცხოველების დასაცავად მნიშვნელოვან ძალისხმევასაც სწევს. პარკი 14.5 ჰექტარზეა გაშენებული და 700-ზე მეტი ჯიშის 20 000-ზე მეტ ცხოველს უყრის თავს, რითაც ლონდონის ზოოპარკი მრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

რაც შეეხება საქართველოს, აქ თბილისის ზოოპარკის თითქმის ორასწლოვანი ისტორია 1927 წელს, ვერეს ხეობიდან დაიწყო. ზოოპარკის ვებსაიტის თანახმად, პარკი 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა სააკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა. ახლად დაარსებულ ზოოპარკს ქალაქის შემოგარენში, მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარი ფართობი გამოეყო.

“წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია“, – ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის ვებგვერდზე.

ამასთან, ცნობილია, რომ 2016 წელს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული პარკის ფართობი 48 ჰექტარი იქნება. მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე ერთი წლით გადავადდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *