უწყების განცხადებით, თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს ელჩად მუშაობდა. მანამდე ბულგარეთში იკავებდა ანალოგიურ თანამდებობას. მის პროფესიულ ბიოგრაფიაში სხვა საჯარო უწყებებშიც მუშაობის გამოცდილებაა — ლილუაშვილი იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და ასევე „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
უნგრეთში კი საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. როგორც უწყება განმარტავს, ის მანამდე ყაზახეთში მსახურობდა საქართველოს ელჩად. ლალიაშვილს ასევე აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში — სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და უშიშროების საბჭოში. ის საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო.
საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ორივე ელჩი — თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი — ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.