როგორც ყველაფერ ქართულს, „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ ენას. ვაბრუნებთ ქართული ენის სწავლებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი შესწავლა ძალიან აქტუალური იყოს, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„როგორც ყველაფერ ქართულს, „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ ენას, ჩვენი ეთნიკური იდენტობის საფუძველს და ხდებოდა მისი ნაბიჯ-ნაბიჯი განდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. ვაბრუნებთ ქართული ენის სწავლებას [უმაღლეს სასწავლებლებში] და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ენის, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი და საფუძველი ქართული ეთნოსის, შესწავლა ძალიან აქტუალური იყოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აღდგენასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დღეს კომიტეტში მეორე მოსმენითგანიხილავენ.