16 მაისს ისრაელმა ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, როგორც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებდა, სრული კონტროლის დასამყარებლად.
“ისრაელის მთავრობის უარი მშვიდობიანი მოსახლეობის აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა”, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა. სამი ქვეყანა არ გამორიცხავს ისრაელის წინააღმდეგ სხვა ნაბიჯებსაც, მათ შორის მიზნობრივ სანქციებსაც.
საპასუხოდ ნეთანიაჰუმ სამი ქვეყნის ლიდერს 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმა შეახსენა და თქვა, რომ საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებენ, რაც გულისხმობს დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებასა და ღაზას დემილიტარიზებას. როგორც Reuters წერს, მარტიდან ისრაელი ბლოკავს ღაზაში მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის შეტანას და ამით ჰამასზე ზეწოლას ცდილობს რომ მძევლები გაათავისუფლოს. Reuters ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის სახმელეთო და საჰაერო მოქმედებების შედეგად განადგურებულია ღაზა და ათასობით ადამიანია დაღუპული, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. თავის მხრივ ისრაელი იუწყება, რომ 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის თავდასხმების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.