ბრიტანეთმა სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟას სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟას სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა დეპოზიტების სადაზღვევო სააგენტოს წინააღმდეგ, რომელიც რუსულ ბანკებს აზღვევს. ახალი სასანქციო რეჟიმის ფარგლებში, ზემოხსენებულ უწყებებს შეეზღუდებათ ბრიტანული სტერლინგით სარგებლობა, გაერთიანებულ სამეფოში ტრანზაქციების განხორციელება, ბრიტანულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ლონდონიდან კაპიტალის მოზიდვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციების გამკაცრებით ბრიტანეთი რუსეთის ფინანსური სისტემის შეზღუდვას ცდილობს, რომელიც ბოლო პერიოდში პლანეტის ყველაზე მკაცრად სანქცირებულ სისტემად იქცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *