აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სამიტზე 25 ქართველ მეწარმეს უმასპინძლა – საელჩო

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სამიტზე 25 ქართველ მეწარმეს უმასპინძლა – საელჩო
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა, SelectUSA საინვესტიციო სამიტზე 25 ქართველი მეწარმეს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო საქართველოში აქვეყნებს.

განცხადების მიხედვით, დელეგაციას ელჩი რობინ დენიგანი უძღვებოდა. ხოლო, კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გასცნობოდნენ აშშ-ის ბაზრის შესაძლებლობებს ენერგო, განათლების, ფარმაციის, წარმოების, უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.

“უკვე მეორედ ელჩი დანიგანი სიხარულით გაუძღვა ევროპის ყველაზე დიდ დელეგაციას SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, რომელსაც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი მასპინძლობს. ორმოცდაათი ადამიანი, ძირითადად ოცდახუთი ქართული კომპანიის ხელმძღვანელები, გაეცნნენ აშშ-ის ბაზრის შესაძლებლობებს ენერგო, განათლების, ფარმაციის, წარმოების, უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. წლევანდელ მონაწილეებს შორის იყო ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, გასული წლების მონაწილეები და ახალბედა მეწარმეები.

დელეგაციას უმასპინძლეს თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, განვითარების ფინანსურ კორპორაციაში, აშშ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუტებში. ეს კავშირები ეხმარება ქართულ კომპანიებს აშშ-ის ბაზარზე შესვლაში და ორივე ქვეყნისთვის კეთილდღეობის შექმნაში”, – წერია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *