ინტერპრეტაციის საბაბის მიმცემი პასუხი არ იყო, რუბიოს პასუხი იყო ცალსახა – ირაკლი ფავლენიშვილი

ინტერპრეტაციის საბაბის მიმცემი პასუხი არ იყო, რუბიოს პასუხი იყო ცალსახა – ირაკლი ფავლენიშვილი

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მარკო რუბიოს განცხადება ცალსახა იყო და სპეკულაციების სივრცეს არ ტოვებს.

“ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობა არის ჩართული ძალიან დესტრუქციულ ქმედებებში დემოკრატიისთვის და მათ შორის, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის. ინტერპრეტაციის საბაბის მიმცემი პასუხი არ იყო, რუბიოს პასუხი იყო ცალსახა. რაც შეეხება მომავალს, მომავალში სხვა განცხადებებიც იქნება და მით უმეტეს, არ იქნება სპეკულაციის სივრცე დარჩენილი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, აშშ-ში ანტიდასავლური და ანტიამერიკული ე.წ. ხელისუფლების ქმედებები სწორად არის შეფასებული.

“სწორად არის შეფასებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული ე.წ. ხელისუფლების ქმედებები აშშ-ში. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” საუბრობდა 20 იანვრის შემდეგ ურთიერთობების გადატვირთვის მიდგომებზე. ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ ეს გადატვირთვა”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *