20 მაისს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, სააგენტო თანხას “სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამიდან” მიიღებს. ზუსტი მიზნობრიობა კი, იქამდე 13 მაისს კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ჩაშლილი, რომლითაც გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდი დაამტკიცა. სააგენტოს თავმჯდომარის თამარ ზოდელავას ხელფასი თვეში ₾10 585 იქნება; მოადგილის – ₾8 760, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – ₾7 300.
განკარგულებებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებს მოხმარდება, ნახევარი კი „საქონლისა და მომსახურებისთვის“ არის განკუთვნილი.
ინფორმაციისთვის:
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება.
სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება 15 აპრილს გამოიცა, რომლის თანახმადაც სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.