“ამ პროექტის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურის შემსრულებლად მოვევლინებით ბაზარს” – რაზე მუშაობს “ანაგი”?

“ანაგის” გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი ამბობს, რომ კომპანია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით აპირებს გააქტიურებას.

როგორც მან “საქმიან დილაში” განაცხადა, ამჟამად მუშაობენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, რაც მათთვის სიახლეა.

“მინდა აღვნიშნო ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ქუთაისში ვახორციელებთ. ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 45 მეტრი სიგანის, 3.6 კილომეტრი ასაფრენი ბილიკი. როგორც დამკვეთებისგან გვაქვს ინფორმაცია, ამ ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, აეროპორტი ყველა ზომის ბორტის მიღებას შეძლებს.

ჩვენთვის, როგორც სამოქალაქო მშენებლობაში დასაქმებული კომპანიისთვის, ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია. ჩვენი მთელი რესურსი მიპყრობილია ამ პროექტზე, რადგან ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურა სიახლე და გამოწვევაა. ვფიქრობთ, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემსრულებელ კომპანიად მოვევლინებით ქართულ ბაზარს, თუ ამის მოთხოვნა იარსებებს”,- ამბობს ირაკლი გოგოლიშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *