“მსმენია, ბევრი [ბიზნეს] გარიგების შესახებ, რომელიც ბოლო სტადიაში იყო და გაუქმდა” – სანდრო შელია

“მსმენია, ბევრი [ბიზნეს] გარიგების შესახებ, რომელიც ბოლო სტადიაში იყო და გაუქმდა” – სანდრო შელია

“მსმენია, ბევრი [ბიზნეს] გარიგების შესახებ, რომელიც ბოლო სტადიაში იყო და გაუქმდა” – სანდრო შელია

“მოდი, ნუ ვიჩქარებთ და ვნახოთ, რა იქნება“ – ასე აღწერს კომპანია “სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალური დირექტორი სანდრო შელია პოლიტიკური კრიზისის, შეჩერებული ევროინტეგრაციის და სანქციების გამო, ბიზნესში არსებულ განწყობებს.

“რა აზრის იქნებოდით ქვეყანაზე, რომლის მოსამართლეები კორუფციის გამო არიან დასანქცირებულები?!… ეს მოქმედებს ყველაზე – როგორც ამერიკელ, ისე სხვა უცხოელ ბიზნესმენებზე”, – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და იმიჯზე საუბრისას.

„იმ ყველაფრის გამო, რაც საქართველოში ხდება, ადამიანები მოლოდინის რეჟიმში არიან – „მოდი, ნუ ვიჩქარებთ და ვნახოთ, რა იქნება“… მსმენია, ძალიან ბევრი გარიგების შესახებ, რომელიც ბოლო სტადიაში იყო და გაუქმდა ან/და შეჩერდა.

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებს არა მხოლოდ საქართველოში ინვესტირებისგან და აქ თავისი ბიზნესების გაფართოებისგან, არამედ მათ შორის უძრავი ქონების ყიდვისგანაც. მაგალითად: იყო გარკვეული ჯგუფები, ვინც საქართველოში მიწებს აქტიურად ყიდულობდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამ ქვეყნის უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება კარგი ინვესტიციაა, მაგრამ დღეს, ეს ადამიანებიც თავს იკავებენ, რაც ცუდი ინდიკატორია… აღსანიშნავია, რომ ადამიანს, რომელიც იძენს ცარიელ მიწას, გათვლა აქვს, რომ 5-10 წელიწადში აქტივი გაძვირდება და მერე გაყიდის ან იპოვის პარტნიორს ერთობლივი ინვესტიციებისთვის, ამიტომ წესით მიწებზე მოთხოვნის საკითხი ნაკლებად სენსიტიური უნდა იყოს, ვიდრე პირდაპირი ინვესტიცია ან ფილიალის გახსნა, მაგრამ [ასე არ არის]“, – განაცხადა სანდრო შელიამ.

სანდრო შელია საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა, რომელიც 260-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

„მე მყავს ბიზნესპარტნიორები, რომლებიც უკვე შარშან, შუა წელს, შეშფოთებულები იყვნენ, როცა ახალ ამბებს ეცნობოდნენ და განიცდიდნენ, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში. რაც შეეხება Amcham-ის წევრებს, ჩემი კოლეგებისგან, ძირითადად, ის მესმის, რომ რაღაც პროექტი გაჩერდა, ან რაღაც პროექტის განხორციელებას აპირებდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, დაელოდონ… მოკლედ, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ხშირია დაპაუზების მაგალითები“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

აღსანიშნავია, რომ საქსტატი 2025 წლის I კვარტალში FDI-ის სტატისტიკას მომდევნო თვის დასაწყისში გამოაქვეყნებს; მათ შორის გავიგებთ რამდენი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო აშშ-დან. შეგახსენებთ, რომ შარშან უცხოური ინვესტიციები ჯამურად 30%-ით შემცირდა ქვეყანაში, უშუალოდ აშშ-დან კი თითქმის განახევრდა – სულ 98 მილიონის FDI შემოვიდა. ბოლო 10 წელს რომ შევხედოთ, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 2014 წელს ფიქსირდება – 184 მლნ დოლარი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *