გასულ წელს ქართული ლუდის ექსპორტის მოცულობა 15%-ით შემცირდა და 5.9 ათასი ტონა შეადგინა. მანამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.
- 2020 – 5.5 ათასი ტონა
- 2021 – 3.1 ათასი ტონა
- 2022 – 5.1 ათასი ტონა
- 2023 – 6.9 ათასი ტონა
- 2024 – 5.9 ათასი ტონა
როგორც TBC Capital-ის სექტორულ კვლევაში ვკითხულობთ, 2024 წელს ქართული ლუდის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურებოდა:
- ყაზახეთი – 31%
- სომხეთი – 18%
- რუსეთი – 8%
- აზერბაიჯანი – 5%
- ისრაელი – 5%
რაც შეეხება ექსპორტის საშუალო ღირებულებას, TBC Capital-ის თანახმად, გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ლუდის საექსპორტო ფასი უცვლელად დარჩა და $1.11 შეადგინა.
რაც შეეხება ლუდის იმპორტს, 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ლუდის მოცულობამ 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის იმპორტის მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს:
- 2020 – 6.6 ათასი ტონა
- 2021 – 7.1 ათასი ტონა
- 2022 – 10.7 ათასი ტონა
- 2023 – 11.7 ათასი ტონა
- 2024 – 15.5 ათასი ტონა
TOP 5 ქვეყანა 2024 წელს საქართველოში ლუდის იმპორტის მიხედვით:
- გერმანია – 31%
- რუსეთი – 17%
- თურქეთი – 15%
- ჩეხეთი – 7%
- უკრაინა – 6%
TBC Capital-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული ლუდის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით. $1.20-მდე შემცირდა.