დონალდ ტრამპი: რეკომენდაციას ვუწევ ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას

დონალდ ტრამპი: რეკომენდაციას ვუწევ ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას

Bloomberg-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ევროკავშირის საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა შესაძლოა ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევიდეს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ს ბლოკს სავაჭრო მოლაპარაკებებში წინსვლაში დაეხმარება, რომელიც წინ არ მიდის. აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social პლატფორმაზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ევროკავშირთან დათმობის ხანგრძლივი ბრძოლა ჩიხში შევიდა. მან ევროკავშირი ვაჭრობის საკითხში აშშ-ს გამოყენებაში დაადანაშაულა. “მათთან [ევროკავშირთან] მოლაპარაკებები არსად მიდის! ამიტომ, მე რეკომენდაციას ვუწევ, ევროკავშირისთვის პირდაპირ 50%-იანი ტარიფის დაწესებას 2025 წლის 1 ივნისიდან”, — წერს ტრამპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *