2024 წელს ქართული უალკოჰოლო სასმელების წარმოება 5%-ით გაიზარდა – ექსპორტმა 150 მლნ ტონას მიაღწია

2024 წელს ქართული უალკოჰოლო სასმელების წარმოება 5%-ით გაიზარდა – ექსპორტმა 150 მლნ ტონას მიაღწია

2024 წელს საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოება 5%-ით გაიზარდა და 492 მილიონი ლიტრი შეადგინა. როგორც TBC Capital-ის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორული კვლევის პუბლიკაციაშია აღნიშნული, პანდემიის შემდგომ სამი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდის ძლიერი ტემპების შემდეგ, უალკოჰოლო სასმელების წარმოება დასტაბილურდა.

TBC Capital-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფასების ცვლილებებმა და პროდუქციის მრავალფეროვანმა შემადგენლობამ, წარმოების ღირებულება 12%-ით, 943 მილიონ ლარამდე გაზარდა.

საქართველოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელების ღირებულება:

  • 2020 – 411 მლნ ლარი
  • 2021 – 585 მლნ ლარი
  • 2022 – 765 მლნ ლარი
  • 2023 – 841 მლნ ლარი
  • 2024 – 943 მლნ ლარი

ამასთან, სექტორული კვლევის თანახმად, 2024 წელს უალკოჰოლო სასმელების ექსპორტმა მყარი ზრდა აჩვენა და 150 მილიონ ლიტრს მიაღწია. წლიური ზრდა 5.9%-ია. რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ქვეყანამ 23.4 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელები შეისყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.

უალკოჰოლო სასმელების ექსპორტ/იმპორტის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები:

ექსპორტი:

  1. რუსეთი – 47%
  2. აზერბაიჯანი – 14%
  3. ყაზახეთი – 11%
  4. სომხეთი – 10%
  5. უზბეკეთი – 5%

იმპორტი:

  1. რუსეთი – 23%
  2. პოლონეთი – 17%
  3. თურქეთი – 17%
  4. უნგრეთი – 6%
  5. ავსტრია – 5%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *