თელავის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც ასახავს სტიქიას. ადგილობრივები წერენ, რომ დაზიანებულია ვენახები. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც bm.ge-ის თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა განუცხადა, სეტყვა მცირე ხნის განმავლობაში იყო და უკვე გადაიღო, მისივე თქმით, ზარალი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: მაცაცო მეგრელიშვილი