მესხიშვილმა საგზაო უსაფრთხოების მხრივ სასწავლო პროგრამების დანერგვაზეც გაამახვილა ყურადღება და მუნიციპალიტეტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ბოლო ზარი ხშირად არის ხოლმე უბედურების ზარი, იმიტომ რომ ხდება საგზაო შემთხვევები, სადაც იღუპებიან არასრულწლოვნები და მინდა მივმართო მშობლებს, რომლებიც შვილებს აძლევენ ავტომობილებს, – რატომ აკეთებთ ამას?! რატომ ღუპავთ საკუთარ და სხვების შვილებს? რა ნიშნავს ის, რომ როცა ემოციურად აჟიტირებულ ბავშვებს, რომელთა ფსიქოემოციური მდგომარეობა არ შეესაბამება საჭის მართვას, აძლევთ ავტომობილს? ხომ უნდა დავასრულოთ ეს?
ამბობენ იყოს დაჯარიმება, კი იყოს, მაგრამ ყველა გარღვევაზე თითო ეკიპაჟი ვერ იქნება მიმაგრებული. იგივე შეიძლება ქორწილზეც.. ერთხელ და სამუდამოდ ქორწილის თემა ტრაგედიასთან რომ არ იყოს დაკავშირებული, ხომ შეიძლება? ამ ტრაგედიებს ადამიანები თავად ქმნიან, კანონს უნდა აღვასრულებდეთ და თუ არ სრულდება ამაზე პასუხისმგებლობა შესაბამისს უწყებებს აქვთ, მაგრამ ჩვენც გვაქვს.
ჩვენ გვაქვს ბაღში შესატანი პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ფსიქოლოგებთან ერთად. ბაღის ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს საგზაო უსაფრთხოება. მე მინდა მივმართო მუნიციპალიტეტებს, რომ ამის დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ცოდნას და განათლებას აქვს დიდი მნიშვნელობა.“ – განაცხადა მესხიშვილმა.