კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის — „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათ პარლამენტს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვეს.
ცვლილება მხოლოდ ზემოხსენებულ პროგრამებს ეხება და არ გავრცელდება სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივ დონორებზე. ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზანი ევროკავშირთან თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
შეგახსენებთ, 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მისი მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიმღების მიმართ.
მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.