შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე ჩაანაცვლებს. გელაძე ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს, 28 მაისს წარადგინა.
გელა გელაძე დაახლოებით ბოლო ორი თვის განმავლობაში იკავებდა სუს-ის ხელმძღვანელის – ანრი ოხანაშვილის მოადგილის პოზიციას. მანამდე, ოთხი თვის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ამ პოზიციაზე 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა.
გელაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
გელა გელაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე – სუსის მოადგილე
- 2024 წლის 3 დეკემბრიდან 2024 წლამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე
- 2023 წლიდან 2024 წლის დეკემბრამდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე
- 2018 – 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
- 2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი
- 2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
- 2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
- 2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი
- 2007-2008 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი
- 2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი
- 2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე
- 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი
- 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი
- 2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი
- 2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი
- 2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი
- 2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე
- 1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი