რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას და აცხადებს, რომ სანქციები გამოსავალია. ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს.
“ანტი-ამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა ამ წამს დააპატიმრა საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იგივე ყალბი ბრალდებებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმის დროს. ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად. სანქციები გამოსავალია!”, – წერს უილსონი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რასთან დაკავშირებით მოხდა მელიას დაკავება. ოფიციალური ინფორმაცია ოპოზიციონერის დაკავებაზე ამ დროისთვის, არ გავრცელებულა.