“Erasmus+ პროგრამა საქართველოს არ ტოვებს” – საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისი

“Erasmus+ პროგრამა საქართველოს არ ტოვებს” – საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისი
“Erasmus+ პროგრამა არ ტოვებს საქართველოს”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.

“ყალბი ინფორმაციის უარყოფა Erasmus+ პროგრამა არ ტოვებს საქართველოს. ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს. საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად.

ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად”, – ავრცელებს საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *