საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წელს იმ საწარმოების წილი, რომლებიც საქონლის/მომსახურების ვებ გაყიდვებს ეწეოდნენ.
გასული წლის მონაცემებიდან ირკვევა, რომ იმ საწარმოების წილი, რომლებიც გაყიდვებს საკუთარი ვებსაიტით ან აპლიკაციით ეწეოდნენ 3.1%-დან 2.8%-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, 1.7%-დან 2.3%-მდე გაიზარდა იმ საწარმოთა წილი, რომლებიც ონლაინ გაყიდვებს ელექტრონული კომერციის ბაზრის ვებსაიტებით ან აპლიკაციებით (მაგ. Booking.com, hotels.com, eBay, Amazon, Amazon Business, Alibaba და ა.შ.) ეწეოდნენ. ხოლო საწარმოების წილი, რომლებსაც არ ჰქონიათ ვებგვერდებით ონლაინ გაყიდვები 96.2%-დან 96%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ვებგაყიდვების განაწილებას ქვეყნების მიხედვით, 2024 წელს, ქართული საწარმოების მიერ ონლაინ გაყიდვების ნახევარი (48.9%) საქართველოზე მოდის, 14.9% – ევროკავშირის ქვეყნებზე, დსთ-ს ქვეყნებზე – 13.2%, აშშ-ზე – 6.6%, სხვა ქვეყნებზე კი 16.4%.