საქართველოში კრიპტოგადახდების მიმართ ინტერესი მზარდია. სწორედ ამ საკითხის გამარტივებას ემსახურება Coinmania & Electrapay-ის ციფრული ტერმინალი, რომელიც კრიპტოაქტივებით ანგარიშსწორების შესაძლებლობას იძლევა.
Coinmania & Electrapay ახალი პლატფორმის შესახებ “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში ანა ნემსიწვერიძემ და სულხან ჯაშმა ისაუბრეს.
როგორც Coinmania-ს მარკეტინგის მენეჯერი ანა ნემსიწვერიძე ამბობს, ტერმინალის გამოყენებით Coinmania-ს მომხმარებლებს საკუთარი კრიპტო აქტივებით შეუძლიათ პარტნიორ ობიექტებში გადახდა, ბიზნესი კი, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, თანხას ლარში მიიღებს.
“ქვეყნების მიხედვით განსხვავდება რეგულაციები, არსებობს ქვეყნები, სადაც ბიტკოინშიც შეიძლება ანგარიშსწორება. საქართველოს შემთხვევაში კრიპტოთი ანგარიშსწორება არ ხდება, რადგან მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ხდება, მაგრამ მოთხოვნა, რომ ადამიანებმა თავისი კრპტო აქტივები, რაც საფულეში აქვთ, გამოიყენონ რაღაცის შესაძენად, პრაქტიკული მხარე მისცენ, რა თქმა უნდა, იზრდება. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყიტეთ, რომ მეტი გასაქანი მიგვეცა იმ ადამიანებისთვის, ვინც კრიპტოში ინვესტირებას აკეთებს, ფლობს კრიპტოს ან გამოიმუშავებს, რომ ყოელდღიურ ცხოვებაში გამოეყენებინათ თავისი კრიპტო აქტივები. Coinmania-სა და Electrapay-ის პარტნიორობით, რომელთაგან Coinmania ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერია, რომელიც ოპერირებს ცალსახად კრიპტოში და Electrapay, რომელიც გადახდების პროვაიდერია და ორივე ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, შეიქმნა გადახდის ციფრული ტერმინალი, რომელიც Coinmania-ს კრტიპტო მომხმარებლებს საშალებას აძლევს, რომ მოახდინონ თავიანთი კრიპტოს კონვერტაცია ლარში და შემდეგ ბიზნესში ლარის მიტანა.
რეგულაციებიდან გამომდინარე, ბიზნესი გადახდებს ლარში იღებს. პროცესი შემდეგია: მომხმარებელი, რომელსაც აქვს Coinmania-ში კრიპტო საფულე მიდის ჩვენს პარტნიორ კრიპტომეგობრულ ობიექტში, რომელსაც ტერმინალი აქვს. QR კოდით, რომელსაც ბიზნესი აგენერირებს, მომხმარებელი იხდის საკუთარი კრიპტო საფულიდან. ასევე შესაძლებელია, რომ ბიზნესმა ეს კოდი ბმულის სახით გაგზავნოს”,- ამბობს ანა ნემსიწვერიძე.
თავის მხრივ, Coinmania-ს დამფუძნებელი და დირექტორი სულხან ჯაში აღნიშნავს, რომ ახალი პროდუქტი კომპანიის მისიის გაგრძელებაა, რაც კრიპტოვალუტის გავრცელების წახალისებას ისახავს მიზნად.
“მომხმარებელს, რომელასც აქვს კრიპტოვალუტა, არ აქვს ადგილები, სადაც მივა და ამას დახარჯავს. ჩვენი კომპანია როდესაც შეიქმნა, 2017 წელს, პირველი ეტაპი იყო რომ ხელი შეგვეწყო მაინერებისთვის, მარტივად შეძლებოდან თავისი წარმოებული კრიპტოვალუტა ლარში დაეკონვერტირებინათ. ახლა ფაქტობრივად მეორე ეტაპზე გადავდივართ, როდესაც მათ პირდაპირ შეეძლებათ კრიპტოვალუტის დახარჯვა. ეს ჩვენი მისიის გაგრძელებაა, რომ ხელი შევუწყოთ კრიპტოვალუტების გავრცელებას”,- აცხადებს სულხან ჯაში.