2025 წლის 30 მაისს, “თიბისი ბიზნესის” მხარდაჭერით თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება იყო, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ.
გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, “სტარტაპ გრაინდ თბილისის” დირექტორი, “კრისტალის” ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და, ზოგადად, ის გახლდათ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი. სამწუხაროდ მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცაღა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.
რა ნომინაციებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები 2025 წლის დაჯილდოებაზე?
წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას – ანტრეპრენერობას. 2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ.
50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები:
🏆 Ecosystem Hero – რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი
🏆 Boldest Startup – ტექნოლოგიური სტარტაპი KLIPY
🏆 Super Connector – ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი
🏆 Growth Catalyst – რობინ ბატლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი
ნომინანტების შესახებ ვრცელ ინფორმაცია ჩვენს გვერდზე ნახავთ – GT Startup Awards
ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, და სხვა.
როგორც გასულ წელს, ღონისძების მთავარი სპონსორი იყო თიბისი ბიზნესისთვის, მთავარი მხარდამჭერები კი – Terminal, თელიანი ველი და D Block.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები
ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც – გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს.
შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ინიციატივას მასპინძლობს საერთო სამუშაო სივრცე Terminal, სადაც ეს შეხვედრები პირველად ჩატარდება.
⚡დარეგისტრირდი, თუ გსურს გააზიარო შენი ცოდნა და გამოცდილება, ან თუ სტარტაპი ხარ – გამოიყენე ეს შესაძლებლობა, რომ მიიღო პრაქტიკული რჩევები და ექსპერტული მხარდაჭერა.
და ბოლოს…
გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.
სიახლეებისთვის გამოგვყევით ჩვენს სოციალურ გვერდებზე:
🌐Web: https://giorgitukhashvili.com
🌐Facebook, LinkedIn, Youtube