“მხოლოდ ტყვეთა გაცვლა” – უკრაინა-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

“მხოლოდ ტყვეთა გაცვლა” – უკრაინა-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
სტამბოლში რუსეთის და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციების შეხვედრის მორიგი რაუნდი დასრულდა. როგორც BMG- თურქეთის ბიურო იუწყება, შეხვედრამ არასრული ერთი საათი გასტანა.

ამ დროისთვის მედიასთან ისაუბრა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მხოლოდ ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოხერხდა.

რუსეთი წინააღმდეგია და არ თანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის საკითხზე. ისინი ასევე წინააღმდეგნი არიან უკრაინის და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზე. ერთადერთი, რაზეც შევძელით შეხვედრისას შეთანხმება ეს არის ტყვეთა გაცვლა. მხარეებმა წინასწარი თანხმობა განაცხადეს ყველა მძიმე დაჭრილი და ავადმყოფი სამხედროების გაცვლაზე, ასევე 25 წლამდე ტყვეთა გაცვლაზე. მხარეებს შორის ასევე არსებობს შეთანხმება, მოხდეს დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა 6000/6000 -ზე პრინციპით”, – აცხადებს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება შემდგომი შეხვედრის თარიღზე არ არსებობს, თუმცა უკრაინულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ივნისის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრის დაორგანიზება შესთავაზე. მოგვიანებით გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადება,რომ შეხვედრისას რუსეთის დელეგაციას გადაეცა უკრაინელი ბავშვების სრული სია, რომელთა უპირობო დაბრუნებას უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ონჯუ კეჩელიმ კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “შეხვედრა ნეგატიურად არ დასრულებულა”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *