როგორ მიიღო ბაზარმა OPEC-ის გადაწყვეტილება და რატომ ძვირდება ნავთობი?

როგორ მიიღო ბაზარმა OPEC-ის გადაწყვეტილება და რატომ ძვირდება ნავთობი?
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას ზრდის. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისიდან ნავთობის დღიური მიწოდება დამატებით 411,000 ბარელით გაიზრდება და პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ეტაპობრივად დღიური კორექციის მაჩვენებელი 2.2 მილიონ ბარელს არ მიაღწევს.

ორგანიზაციის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოს – საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებასთან, რომელიც კარტელში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, საფასო ომის წამოწყების რისკის წინაშე დგას.

ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილება მოვლენების განვითარებასთან და მთავრობის მიერ პრიორიტეტების გადაფასებასთანაა დაკავშირებული.

მართალია, მიწოდების გაზრდა, გრძელ ვადაში, ნავთობის გაიაფებას და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსური სარგებლის მოცულობას შემცირებას გამოიწვევს, თუმცა, როგორც ჩანს, საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს ამჟამად სხვა პრიორიტეტები აქვთ.

OPEC-ის გადაწყვეტილების ფონზე, ბარელი Brent-ის ფასი 65 დოლარს, WTI კი 63 დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 3.5%-ით, ხოლო ერთ თვეში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თავად ეს ზრდა იმითია განპირობებული, რომ ბაზარს უფრო მასშტაბური კორექციის მოლოდინი ჰქონდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *