საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება – ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 2,363 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 16%-ს შეადგენს, ხოლო ერთთვიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 5.5%-ია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ძვირფასი მეტალების გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს და ვერცხლის ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.
ინვესტორები ოქროს და ვერცხლს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ის რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.