2025-ის პრემიერები – ვინ დააგროვა ყველაზე მეტი შემოსავალი კინო ინდუსტრიაში?

2025-ის პრემიერები – ვინ დააგროვა ყველაზე მეტი შემოსავალი კინო ინდუსტრიაში?
2025 წლის ფაქტობრივად ნახევარი მიილია, ჩაიარა მნიშვნელოვანმა კინო დაჯილდოებების ცერემონიებმა და უკვე გამოიკვეთა შემოსავლების მიხედვით ის ფილმები და ანიმაციები, რომლებმაც ყველაზე დიდი შემოსავლები მიიღეს პრემიერის დღიდან დღემდე.

გავლენიანი ვებსაიტის boxofficemojo-ს მიხედვით პირველ ადგილს ამ დრომდე ინარჩუნებს “ნეჯია 2”, ჩინური წარმოების ანიმაციური ფილმი, რომელიც $2,2 მილიარდით ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია გახდა ისტორიაში. ფილმის ლოს-ანჯელესური პრემიერა გაიმართა 12 თებერვალს Grauman’s Chinese Theatre-ში, სადაც ბილეთები გამოშვებისთანავე გაიყიდა და პირველივე შაბათ-კვირას $7.2 მილიონი მოაგროვა. ის იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ კინოთეატრის ბილეთების გაყიდვებით 2019 წლის “მეფე ლომის” რეკორდიც მოხსნა. 29 იანვრიდან დღემდე 323 მილიონზე მეტი ბილეთია გაყიდული და მაყურებელთა ნაკადი უბრალოდ არ წყდება.

მეორე ადგილს ვიდეოთამაშ “Minecraft”-ის მიხედვით გადაღებული ფილმი იკავებს, რომლის პრემიერაც 4 აპრილს შედგა და ამ დრომდე $948 მილიონი გამოიმუშავა. ამ მაჩვენებლით ის ვიდეო თამაშებზე გადაღებული ფილმების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და $450 მილიონით ჩამორჩება “სუპერ მარიოს” მიხედვით გადაღებულ ფილმს, რომელმაც გასულ წელს $1,3 მილიარდი დააგენერირა.

სამეულს კი ლეგენდარული მულტფილმის “ლილო და სტიჩის” კინო ვერსია ხურავს, რომელმაც $613 მილიონი გამოიმუშავა. ეს მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მოსალოდნელიც იყო, რადგან “დისნეის” განმარტებით მას შემდეგ, რაც ფილმის ტრეილერი დაიდო ის გახდა 24 საათში მეორე ყველაზე ნახვადი მულტფილმის “გაფილმებული” ვარიანტის ტრეილერი 158 მილიონი ნახვით, “მეფე ლომის” შემდეგ, რომლის მნახველთა რაოდენობამაც 224,6 მილიონი შეადგინა.

მომდევნო 6 თვე წინ არის, თუმცა 2025 წელი შეიძლება გახდეს პირველი, როდესაც წლის ბოლოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს არა ამერიკული ფილმი დაისაკუთრებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *