რა ქონებით ბრუნდება ცოტნე ყავლაშვილი აუდიტის სამსახურიდან ფინანსთა სამინისტროში? – დეკლარაცია

რა ქონებით ბრუნდება ცოტნე ყავლაშვილი აუდიტის სამსახურიდან ფინანსთა სამინისტროში? – დეკლარაცია
გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობას ტოვებს და ისევ ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას 3 ივნისს გახდა ცნობილი.

ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022 წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.

საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გენერალური აუდიტორის პოსტზე ყავლაშვილის მიერ 2024 წლის 30 აგვისტოს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის სახელზე რეგისტრირებულია 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელი დიღომში, რომელიც 2014 წელს 47 300 დოლარად შეიძინა. მის სახელზე სხვა ქონება არ ფიქსირდება. ცოტნე ყავლაშვილის მეუღლის, სალომე მედოიძის სახელზეა თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ბინა (57,4 კვ.მ.), რომელიც 2008 წელს, 34 200 დოლარადაა შეძენილი, ასევე 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დიდ ლილოში, რომელიც 2016 წელს, 60 000 ლარად არის შეძენილი. ყავლაშვილის მეუღლემ 2024 წელს შეიძინა 768 კვ.მ. ავტოფარეხი 6 300 დოლარად.

დეკლარაციაში ასახული ინფორმაციით, ცოტნე ყავლაშვილის სახელფასო ანგარიშზე 4 772 ლარი იყო, ოვერდრაფტზე (5000 ლარი) ხელმისაწვდომი თანხის ჩათვლით, მიმდინარე ანგარიშზე კი 802 ლარი.

ყავლაშვილი გენერალური აუდიტორის პოსტზე სახელფასო სარგოს სახით თვიურად 7 252 ლარს იღებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *