2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, უკრაინამ ექსპორტზე 38.3 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა, რაც წლიურად 8.6 მილიონი ტონით, ანუ 22.5%-ითაა შემცირებული. მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით ყველაზე კარგი შედეგი ტრადიციულად ხორბალმა დააფიქსირა, მაგრამ მისი, ისევე, როგორც სიმინდის ექსპორტი, შემცირებულია, როცა ქერის და ჭვავის ექსპორტი გაიზარდა. რიცხვებში, ექსპერტი შემდეგნაირად გამოიყურება: ხორბალი – 14.8 მილიონი ტონა, ქერი – 2.3 მილიონი ტონა, ჭვავი – 10.8 ათასი ტონა, სიმინდი – 20.5 მილიონი ტონა.
უკრაინიდან ექსპორტის კლება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორისაა გაუარესებული ამინდი და უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი, რომელიც ხვნა-თესვის სამუშაოებს ართულებს და დიდი რისკის წინაშე აყენებს. ამასთან, უკრაინას ლოგისტიკური პრობლემებიც აქვს, რადგან საზღვაო გზით ექსპორტი შეფერხებებით ხორციელდება. პარალელურად, მცირდება უკრაინული ხორბლის ფასი, რაც აიხსნება, როგორც დაბალი მოთხოვნით და ზოგადად ხორბლის გაუფასურებით, ასევე აშშ-ის მიერ ბაზარზე დემპინგური ფასებით შესვლით.