ამერიკული კომპანიების CFO-ების 60% წელს რეცესიას პროგნოზირებს

ამერიკული კომპანიების CFO-ების 60% წელს რეცესიას პროგნოზირებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბოლო დროს მართული არაპროგნოზირებადი შიდა და საგარეო პოლიტიკის ფონზე, რომლის ერთ-ერთი საყრდენი მეგობრული და არამეგობრული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაა, ქვეყანაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ შესაძლო რეცესიაზე. როგორც CNBC-ის უახლესი გამოკითხვიდან ვიგებთ, ამერიკული კომპანიების ფინანსური დირექტორების 60% რეცესიას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში პროგნოზირებს, გამოკითხულთა 15%-ის აზრით კი ეკონომიკა შემცირებას მომდევნო წელს დაიწყებს.

მაღალი რანგის მენეჯერებში არსებული ნეგატიური სენტიმენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. თავდაპირველად, ტარიფების პოლიტიკა ძალიან მკაცრი იყო და საფონდო ბირჟას მკაცრი რეაქცია ჰქონდა, ხოლო მოგვიანებით, პრეზიდენტის რიტორიკა შერბილდა და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა ზრდა განაგრძო. თავად ეს ფაქტი დიდ მერყეობაზე მიუთითებს, რაც ინვესტორებში გაურკვევლობას და პესიმიზმს აჩენს, რაც რეცესიის ალბათობას ზრდის. თავდაპირველად, რეცესიის თაობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, მაგრამ ეს რისკები რეალობად არ იქცა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო სავაჭრო პოლიტიკას მთავარ რისკად გამოკითხული ფინანსური დირექტორების მესამედი ასახელებს, როცა რიგით მეორე ყველაზე ხშირად ნახსენები პრობლემა — ინფლაციაა. ფინანსისტები ამბობენ იმასაც, რომ ტარიფები ინფლაციას დააჩქარებს, რამაც, შესაძლოა, FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 2026 ან 2027 წლამდე გადაავადოს. კიდევ ერთი რისკი, ქვეყნის შიგნით არსებული არადამაკმაყოფილებელი მოთხოვნაა, რომელზედაც გამოკითხული ფინანსისტების 20% აპელირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *