“ქართული ოცნების” უახლესი საკადრო გადაწყვეტილებების ფარგლებში, გენერალური აუდიტორი ცოტნე ყაველაშვილი კი ფინანსთა სამინისტროში, მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა. ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი კი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზეა წარდგენილი.
ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022 წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.
გაბიტაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს “ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. კანონის თანახმად, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
რაც შეეხება საქართველოს გენერალურ პროკურორს, მას პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.
შეგახსენებთ, გაბიტაშვილი 2024 წლის 18 ივლისიდან იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ.