GCCA-მა “ოტო მოტორს რითეილს” და “ჯი-თი მოტორსს” სავარაუდო დარღვევების გამოსწორება დაავალა

GCCA-მა “ოტო მოტორს რითეილს” და “ჯი-თი მოტორსს” სავარაუდო დარღვევების გამოსწორება დაავალა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, საავტომობილო მომსახურების სექტორში, მაისში ორ კომპანიასთან გააფორმა პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება და სავარაუდო დარღვევების გამოსწორება დაავალა.

ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულებები შპს „ოტო მოტორს რითეილთან“ და შპს „ჯი-თი მოტორსთან“ გაფორმდა.

GCCA-ს და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე სოციალურ ქსელებში;
  • უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
  • ნაკლოვანი ნივთის არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა;
  • მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.

ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „ოტო მოტორს რითეილი” 2024 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი და დირექტორი ალეკო ბაქრაძეა. რაც შეეხება შპს „ჯი-თი მოტორსს”, ის 2007 წელს დარეგისტრირდა. მას შპს “ჯი-თი გრუპი” ფლობს, დირექტორი კი თემურ უსტიაშვილია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *