„დამოუკიდებელ სტრუქტურად პოზიციონირებით, საბჭო მთელ თავის მუშაობას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად აწყობს, ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ ფინანსდება“, – აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ British Council საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობის უკან იმალება საგანმანათლებლო ღონისძიებებით, ინგლისური ენის სწავლებით და სხვა აქტივობებით, ამზადებს ბრიტანეთის გრძელვადიან ინტერესებს და ღირებულებებს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის პროპაგანდას უწევს LGBT-ს და მოსკოვის პოლიტიკას დისკრედიტაციას უწევს.
გენერალურმა პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს მიზნებია „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის რუსული იდენტობისგან გათავისუფლება”, “ბრიტანული გავლენის აგენტების გლობალური ქსელის” და “ანტირუსული ბალტიისპირეთის საზოგადოების ერთიანობის” შექმნა.
ცნობისთვის, რუსული მედია წერს, რომ “ბრიტანეთის საბჭომ” რუსეთში მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებით შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მიიღო როგორც ერთ-ერთი საპასუხო ღონისძიება დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე “სკრიპალის საქმეზე”. “ბრიტანეთის საბჭოს” ვებგვერდზე რუსეთის წარმომადგენლობა არ იძებნება. ახლა კი, ეს ორგანიზაცია არასასურველადაც გამოცხადდა.