თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ დედაქალაქის მერობას მესამე ვადით აპირებს.
„ტვ პირველს“ კითხვაზე – რატომ დააფუძნა კალაძემ კომპანია „კალა კაპიტალ თბილისი“ და ხომ არ ნიშნავს კომპანიის დაფუძნება იმას, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატობას აღარ აპირებს, კალაძე ასე პასუხობს: „მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ. ყველა რადიკალურ დაჯგუფებას დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ ადგილს, რაც თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა“.
უნდა აღინიშნოს, რომ კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის კახა კალაძე უალტერნატივოა. მისივე ინფორმაციით, პარტიის საერთო პოზიციაც 99.9%-ით კახა კალაძის კანდიდატურის მომხრეა.