მთავრობის ადმინისტრაციას ნატოს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია

მთავრობის ადმინისტრაციას ნატოს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია
ნატოს სამიტი 2025-ზე “ქართული ოცნების” მთავრობას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია – ამის შესახებ BM.GE-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში, 24-26 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ვინ მიდის?

სამიტს ესწრება ალიანსის წევრი 32-ივე ქვეყანა. მათ შორის იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა.

  • სამიტზე მიწვევა 2 ივნისს ოფიციალურად მიიღო უკრაინამ და ქვეყნის ლიდერები ჰააგაში ჩავლენ.

ცნობისთვის, გასულ წელს, საქართველომ 9-11 ივლისს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მისაწვევი ივნისში მიიღო და მას იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს იანვარ-თებერვალში საქართველო არ მიიწვიეს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *