Eight Mile Style მუსიკოსის გუნდმა და კომპანია Bass Brothers-მა დააფუძნეს. რეპერის მიერ 1995-2005 წლებში გამოშვებული მუსიკას სწორედ ისინი აკონტროლებენ, პერსონალურად ემინემი კი სასამართლო საქმეში ჩართული არ არის.
Eight Mile Style ამტკიცებს, რომ Meta-მ დაარღვია საავტორო უფლებები მათი კატალოგის 243 სიმღერაზე. მათი ინფორმაციით, Meta-მ თავის პლატფორმაზე არაავტორიზებულად განათავსა ეს სიმღერები.
სარჩელში მოხსენიებულია არაერთი პლატფორმის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა, მაგალითად, Reels Remix, რომელშიც Meta-ს ემინემის მუსიკის გამოყენებისთვის სპეციალური ლიცენზია არ აუღია. Eight Mile Style ამტკიცებს, რომ პლატფორმაზე განთავსების შემდეგ ეს სიმღერები “მილიონობით ვიდეოს დაედო და მილიარდობით ადამიანმა მოუსმინა”
“Meta-ს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პარტნიორთან აქვს ლიცენზიები და პლატფორმებზე მუსიკის ფართომასშტაბიანი გლობალური ლიცენზირების პროგრამა. კომპანია კეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებებს Eight Mile Style-თან, მაგრამ ამ მოლაპარაკებების გაგრძელების ნაცვლად, Eight Mile Style-მა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა”, – ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.
Eight Miley Style ასევე აცხადებს, რომ „საავტორო უფლებების ღირებულება შემცირდა მოპასუხეების მიერ მათი მოპარვის და დაკარგული შემოსავლის გამო”. კომპანია ფულად კომპენსაციას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. შესაბამისად, ემინემის კომპანიამ Meta-ს Instagram-ზე, WhatsApp-სა და Facebook-ზე განთავსებული 243 სიმღერიდან თითოეულისთვის $150 000 დოლარი მოითხოვა, ზარალის სრული ოდენობა $109 350 000 დოლარს შეადგენს.