ლიკვიდირებულია კიდევ ერთი სსიპ – ლევან მიქელაძის დიპლომატიური ინსტიტუტის ფუნქციებსაც საგარეო

ლიკვიდირებულია კიდევ ერთი სსიპ – ლევან მიქელაძის დიპლომატიური ინსტიტუტის ფუნქციებსაც საგარეო
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლიკვიდირებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე დღეს, 5 ივნისს მიიღეს.

ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც ნიშნავს, რომ ლიკვიდირებული ინსტიტუტის ყველა დოკუმენტაცია, სახელმწიფო ქონება და ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები სამინისტროს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

დადგენილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს ინსტიტუტში დასაქმებულ თანამშრომელთა სამინისტროს სისტემაში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას და მოამზადებს შესაბამის წინადადებებს.

რას გულისხმობს ინსტიტუტის ლიკვიდაცია?

1 ივლისამდე შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს:

  • ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციას და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას.
  • ინსტიტუტში არსებული დოკუმენტაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში — განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ინსტიტუტის ბიუჯეტი 1.295 მლნ ლარი იყო.

ნატო-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უქმდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *