საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა 665 მილიონი დოლარის ღირებულების უკრაინულ სამთავრობო ობლიგაციებზე, რომელთა შეფასება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეა მიბმული, დეფოლტი გამოაცხადა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ტიპის ობლიგაციების რეიტინგი CC-დან D-მდეა შემცირებული, რაც დეფოლტს ნიშნავს.
თავად დეფოლტის გამოცხადებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ქვეყნის მთავრობამ ინვესტორებს საპროცენტო სარგებელი დროულად არ გადაუხადა, რადგან 2023 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა არ იყო დამაკმაყოფილებელი, ეს კი ობლიგაციის დროული მომსახურების მთავარი პირობა იყო.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორები ამ დეფოლტს მოელოდნენ, რადგან ობლიგაციის წინაპირობა დამაკმაყოფილებელი მშპ-ის ზრდის დაფიქსირება იყო, რომელიც ვერ მოხერხდა და ეს ინფორმაცია თითქმის მთელი წლის განმავლობაში იყო საჯაროდ ცნობილი.
დეფოლტის მიუხედავად, უკრაინის მთავრობა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას და ახალი ობლიგაციების გამოშვებით ძველი ვალის გადაფარვას გეგმავს.