გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს, 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში – სტალინის, რუსთაველის, აღმაშენებლის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, კოჭობა, ბოდორნას აგარაკი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ფატმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში – თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 11:02 საათამდე და 16:58-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აცხადებენ კომპანიაში.