[აშშ-ის ტარიფები] საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინისთვის შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს

[აშშ-ის ტარიფები] საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინისთვის შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს

[აშშ-ის ტარიფები] საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინისთვის შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს – ლევან მუხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ აშშ ქართული ღვინის ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ბაზარია.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ტარიფების დაანონსების ფონზე, ეს ბაზარი ფრთხილობს და ნაკლებად დგამს სარისკო ნაბიჯებს, რაც ქართულ ღვინოზეც ახდენს გავლენას, თუმცა თუ ტარიფები ამოქმედდება, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს ჩვენთვის, რადგან შედარებით მცირე სატარიფო მარჟებში ვექცევით.

“წლის პირველ ნახევარში შედარებით სიფრთხილეა ამ ბაზარზე, მათ შორის ტარიფების დაანონსების გამო, თუმცა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ბაზრის მიმართულებით. აქცენტი გვაქვს სოციალურ და სარეკლამო კამპანიებზე. თუ საბოლოოდ ეს ტარიფები დაანონსებული მაჩვენებლებით დადასტურდა, ვფიქრობ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინისთვის შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ნაკლებ სატარიფო ზონაში ვართ და ბევრად მაღალია ტარიფები ევროპული ღვინისთვის”,- განაცხადა მუხუზლამ.

რატომ იკლო ქართული ღვინის ექსპორტმა? – ლევან მუხუზლას განმარტება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *