“საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული” – დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრაზე

“საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული” – დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრაზე
“საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც ტრამპი წერს, საუბრის დროს პრეზიდენტმა სიმ ჩინეთში მიიწვია, რასაც თავადაც იმავეთი უპასუხა.

“ახლა დავასრულე ჩინეთის პრეზიდენტ სისთან კარგი სატელეფონო საუბარი, რომელშიც ცოტა ხნის წინ გაკეთებული და შეთანხმებული სავაჭრო გარიგების ზოგიერთ სირთულეს განვიხილავდით. ზარი დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა და ორივე ქვეყნისთვის ძალიან დადებითი შედეგით დასრულდა. იშვიათი მინერალების პროდუქტების სირთულესთან დაკავშირებით აღარავითარი კითხვები აღარ უნდა იყოს. ჩვენი შესაბამისი გუნდები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს, ადგილზე გაირკვევა. წარმოდგენილი ვიქნებით სახაზინო მდივნით სკოტ ბესენტით, ვაჭრობის მდივნით ჰოვარდ ლუტნიკით, და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლით ელჩით ჯემისონ გრირით.

საუბრის დროს პრეზიდენტმა სიმ მადლიერებით მიგვიწვია პირველი ლედი და მე ჩინეთში, და მეც იმავეთი ვუპასუხე. როგორც ორი დიდი ერის პრეზიდენტები, ეს არის ის, რასაც ორივე მოუთმენლად ველით. საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული. არაფერი იყო განხილული რუსეთ/უკრაინასთან, ან ირანთან დაკავშირებით. მედიას შევატყობინებთ უახლოესი შეხვედრის ჩანიშვნასა და ლოკაციაზე”, – წერს ტრამპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *